წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - ცოდვა
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: ცოდვა

თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ნისკარტით არ იბრძოლებს თავისუფლებისათვის? ასევე ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ ცოდვა ღმერთს სძულს და რომ იგი ნებისმიერ უბედურებაზე უარესია, ის, ვინც აღიარებს, რომ ღმერთკაცი იესო ჯვარს ეცვა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ცოდვა, როგორ შეძლებს, რომ შესცოდოს? მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა - ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვინო ცოდვებით. მათ არ ეშინიათ ცოდვის ჩადენის და ცოდვას გამუდმებით ცოდვას ამატებენ. ჩვენ კი, როგორც გველთან ერთად დაძინების შეგვეშინდებოდა, ასევე უნდა გვეშინოდეს ცოდვისა და ვილოცოთ იესო ქრისტეს მიმართ, რომ ჩვენი უძლური და სუსტი რწმენა გააძლიეროს.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები