ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
ქველმოქმედება
მოწყალე კაცის გული უხენეშოა, ანუ უზაკველი, რომელიც არ არჩევსმტერსა და მოყვარეს გაჭირვების
მოწყალე კაცის გული უხენეშოა, ანუ უზაკველი, რომელიც არ არჩევსმტერსა და მოყვარეს გაჭირვების დროზედ.
მოწყალება თვისებაა ღვთისა, ვითარცა თქმულ არს: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ".
მოწყალე კაცის გული მწუხარეა, როცა ტანჯული ძმისთვის არა აქვს ღონე საშველისა და ესე მწუხარება შეწირულ არს ღვთისა, ვითარცა საქმე.
მოწყალებისა მადლი ისეთი ძლიერია, რომ ავიწყებს კაცს თავის სიამოვნებას, რათა ჭირი მოყვასისა აღასუბუქოს.
მოწყალე კაცის მუცელი არ ივსება სხვადასხვა სანოვაგით, რადგან მშიერნი ძმანი ახსოვან მას.
მოწყალე მით არის ძლიერი, რომ თვით ქრისტე არს მიმღები მოწყალებისა.
მოწყალე კაცის საუნჯე მით არის მდიდარი, რომ ღმერთსა ავასხებს ას-წილად.
მოწყალებამ არგო ბრძენთა ქალწულთა მოგებება ქრისტესი, ხოლო უწყალობამ დაუხშო კარი უგუნურთა ქალწულთა - რომლისაგან გვიხსნას ჩვენ ყოველნი ღმერთმან წყალობითა მისითა. ამინ.

|