არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი – ღმერთია, დანარჩენი კი – სამშვინველი,

ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი – ღმერთია, დანარჩენი კი – სამშვინველი, რომელიც გამუდმებით იცვლება, რომელშიც არაფერია მდგრადი და მუდმივი, რომელიც ყოველ წამს რაღაც სხვაგვარი ხდება. ამიტომ ადამიანს, რომელიც გულს სხვა ადამიანს უძღვნის, ავიწყდება, თავისი ბუნებით რისკენ უნდა ისწრაფოდეს და საკუთარ თავს იმედგაცრუებისა და ტანჯვისათვის წირავს. ის თითქოსდა ბარტყებს კატას უგდებს რბილ თათებში, რომელიც შემდგომ ბრჭყალებს აჩენს და მსხვერპლს სხეულში ასობს. წინასწარმეტყველმა თქვა: „წყეულია კაცზედ მსასოებელი (ერ. 17,5). ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხვაგვარად დავკარგავთ ღმერთსაც და გულსაც.
 
0