არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: ადამიანი

ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება

ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედების გზაჯვარედინზე იმყოფება. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე – ეს მადლით გასხივოსნებული ხატებაა ღვთისა, მადლი რამდენადაც მოიხვეჭა, იმდენადაა ადამიანი, იმდენად ცხოვრობს. ღვთის სახისა და მადლის გარეშე ადამიანი მშვენიერი და სხეულებრივი ჩირქგროვაა, ხოლო ცხოვრება მისი სიკვდილს ჰგავს.
 
თემატური კითხვები
0