წმ. ალექსი ბერი

კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო

კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს. ბრძოლა თავის თავთან დიდსულობაა და მებრძოლი იგი ახოვანების ბაირაღით შევალს უვნებლობის საყდარში, სადაცა განისვენებს მეუფება მაღლისა. ადამიანი მარადის უნდა იყოს აღჭურვილი საბრძოლად თავის სიბოროტესთან, ვინაიდგან ყოველი ვნება მას შინა შესისხლხორცებული იზიდავს მას მონებად და ამ მონებითა კარგავს იგი კაცობრივ მაღალ სიმტკიცეს და ღირსებას და ერთვის ბუნებასა პირუტყვისასა.
 
თემატური კითხვები
0