წმ. სილუან ათონელი

სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: მოწყენილია ჩემი

სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: „მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის. ეხლა კი ავმა სულმა დამიპყრო, მარყევს და სტანჯავს ჩემს სულს; იმიტომაა მოწყენილი ჩემი სული, თვით სიკვდილამდე, მიისწრაფის სული ღმერთისკენ, არაფერი არ მახარებს დედამიწაზე, არაფერი არ მამშვიდებს; კვლავ მინდა ვნახო ღმერთი; კვლავ მინდა დავტკბე. ერთი წუთითაც არ მავიწყდება მე იგი, მწარედ განვიცდი და ვტირი: „შემიწყალე ღმერთო, შენი დაცემული ქმნილება“. ასე ქვითინებდა ადამი და მისი ცრემლები ალბობდა დედამიწას.
 
თემატური კითხვები
0