
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ამას ნამდვილად ისურვებდა, მარადის სიკეთეში ჰგიებულიყო და სათნოებაში წარმატებულად ეცხოვრა, თუმცა, იმავდროულად, თავისუფალი ნებელობის ძალით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებას მიმთხვეოდა, რამეთუ სათნოებად ვერ მიიჩნევა ის, რაც გარედან იძულებით კეთდება.
|