თემა:
ღვთისაკენ სწრაფვა
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამყვანებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამყვანებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედებს იმ რწმენით, რომ იგი ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო ცდილობს ღმერთთან კავშირისა და განუწყვეტელი დამოკიდებულების განწყობას, იგიც, როგორც მიმოზა მზიან დღეში, სავსეა სიცოცხლის უნარით, გაშლილი, აყვავებული და ხალისიანი მისი სიცოცხლე, იგი გულდამშვიდებითა და სრული შეგნებით ეგებება ცხოვრების ყოველ მოვლენას, ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი სისასტიკე და ულმობელობა მტერისა ვერ ათმობინებს სულ მოკლე და უმნიშვნელო ვადითაც ერთხელ ბეჯითად შეთვისებულ აზრებს. ეს უცილობელი სინამდვილეა, მრავალხრივ და მრავალგზის დამტკიცებულ-გაშუქებული წმიდანების უთვალვი მაგალითებით.
|