
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
საკუთარი თავის შეცნობა
ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია
ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კაცმა, მერე არ სჭირია იმის შესახებ არავითარი დამატებითი შრომა, რადგან უცვლელია ბუნების წეს-რიგთა დიდებულებანი. ხოლო თავის ცნობა და მისი ბუნებურ ორხარისხოვან მნიშვნელობათა გარჩევა და ზედმიწევნით შესწავლა დაუმთავრებელი რჩება მარადის და თითქოს სულ საანბანოდ ხდება გაგება მის მიმდინარეობისა, რადგან მისი ნიადაგი უმტკიცია და მარადის თავისუფლების ფრთებით ხან ქვესკნელში და ხან ზეცაში დანავარდობს და ერთ-სამარადისო კანონთა შეზღუდვას არ ეკუთვნის, რომლით დაამთავრო მისი შესწავლა და დამყარდე ერთ ნიადაგზე.
|