ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
ცოდვა
რა არის ცოდვა, რას მოაკვდინებს იგი ადამიანში და რა შედეგები მოაქვს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს,
რა არის ცოდვა, რას მოაკვდინებს იგი ადამიანში და რა შედეგები მოაქვს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვა ან ბოროტება არც სუბსტანციაა და არც არსება. "ცოდვა არარაობაა" - წერს ნეტარი ავგუსტინე. "ცოდვა საკუთრივ სუბსტანცია არ არის" - წმ. გრიგოლ ნოსელი. უფრო მეტიც, წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვამცნობს: დემონებიც კი არ არიან ბუნებით ბოროტნი, არამედ ამგვარნი ხდებიან საკუთარი ბუნებითი ძალების არასწორად გამოყენებით". ცოდვა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანით მოქმედებული ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არაუფლისმიერ დასაბამს წარმოადგენს. და რადგან მას არ აქვს უფლისმიერი დასაბამი, არმყოფია და ამიტომ არარსებულად იწოდება. იგი მოქმედებაა, რომელიც გვაშორებს ღმერთს, მის სიყვარულს. პირველმა დაშორებამ მიტანა სწორედ სულისა და სხეულის ურთიერთგაყოფა, რაც ურთიერთგაყრის საწინდარი გახდა, რადგან დაირღვა სულისა და სხხეულის ერთიანობა. სულის სიკვდილს მოჰყვა სხეულის სიკვდილიც. ამის მიზეზით გახდა სიკვდილი ჩვენი არასასურველი სტუმარი. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელმაც სიკვდილი გარდაცვალა ჩვენში, ხოლო ჩვენ გარდაგვცვალა ქრისტეში. ცოდვისადმი ჩვენი ნების მიმართება ერთგვარად განსაზღვრავს, რამდენად არის ჩვენი მისწრაფება ღვთისადმი. უფლისაკენ მისწრაფება კი, არის რა ცოდვასთან განშორების შესაძლებლობის მომცემი და მუმივი სულიერი სიკვილისაგან თავისდამღწევი, მომავალი მარადიული და ნეტარი ნეტარი ცხოვრების დასაბამი ქრისტეში. ღვთისაკენ მისწრაფების პროცესში პიროვნების სულისა და პირვანდელი ურთიერთჰარმონია ღორძინდება და სრულყოფილების ელემენტები იწყებენ მასში შენებასა და მკვიდრობას. ამდაგვარად იბადება სასუფეველი ჯერ დედამიწაზე ცხოვრების ჟამს და შემდგომ გარდაცვალების წამიდან განივრცობა უკვდავებაში.
|