არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის

არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვის და კაცთა საამებლად. დიდებისმოყვარეობა ეძიებს შექებას, სწყურია იგი, სწყურია კაცობრივი დიდება. უფალმა გვიბრძანა, გულმოდგინედ დაგვემალა ყველა კეთილი საქმე ადამიანების თვალთაგან, გვიბრძანა, ყველა კეთილი საქმე, თვით სიყვარული მოყვასისადმი, მთლიანად მსხვერპლად მიგვეტანა მხოლოდ ღვთისადმი. ამიტომაც, თუ რომელიმე ჩვენგანი რაიმე სამუშაოს ან კეთილ საქმეს საჩვენებლად იქმს, თვით სათნოებას თავისი ვნების – დიდებისმოყვარეობის დაკმაყოფილების იარაღად აქცევს და ასეთი ქმედებებით ღვთის რისხვას დაიტეხს თავზე როგორც მკრეხელი, რამეთუ ღმერთს იმ საქმით შეურაცხვყოფთ, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ ღვთისადმი სიყვარულითა და მის სადიდებლად, ხოლო ვაკეთებთ ჩვენი დიდებისათვის, რათა ვასიამოვნოთ ადამიანებს, რომლებსაც ვამჯობინებთ ღმერთს. ამსოფლიურ დიდებას ვამჯობინებთ ღვთის საუკუნო დიდებას!
 
თემატური კითხვები
6