თემა: ცოდვა

როდესაც საუბარია ზოგადად ცოდვაზე და მის მიერ მოწევნულ ტანჯვაზე უნდა შევიმეცნოთ შემდეგი: როგორც

როდესაც საუბარია ზოგადად ცოდვაზე და მის მიერ მოწევნულ ტანჯვაზე უნდა შევიმეცნოთ შემდეგი: როგორც აღვნიშნეთ ეს არის მოქმედება, რომელიც პირველად მოიმოქმედეს ევამ და ადამმა ედემის ბაღში. ასე შომოვიდა იგი ქვეყნიერებასა და და პირველი ადამიანის მემკვიდრეობაში. ამ განშორებამ შემდგედ წარმოშვა მრავალი ამდაგვარი მოქმედება კაცობრიობაში. ათი მცნების შემოსვლამ ამხილა ცოდვა, რომელიც საყოველთაო საღმრთო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ცოდვის, როგორც უწესრიგობის მაჩვენებლად დადგინდა სჯული, რასაც უნდა აღედგინა სულისა და სხეულის ერთიანობა და უფალთან დაკარგული ურთიერთობა. ამ ურთიერთობას, ფართო გაგებით, ღმერთში მყოფობა ეწოდება. რადგან ცოდვის შემდეგ ადამიანი ნეტარებისა და სულიერი განსვენების მდგომარეობას (რომლის საწინდარი და მომცემი არის მხოლოდ უფალი), ცოდვითობა გახდა სულიერი ტანჯვის მიზეზი, რამეთუ მას ახლავს სინდისის ქენჯნის უწყვეტობა და სირცხვილის გრძნობა. როდესაც საუბარია დიდ და მცირე ცოდვებზე, აქ არ იგულისხმება წონა და სიმძიმე მატერიალური შეფარდებით, რამეთუ იგი არც იწონება და არც განიზომება პირდაპირი გაგებით და მისი წონადობა (0)-ის ფარდობითია. დიდ (მომაკვდინებელ) და მცირე ცოდვებში იგულისხმება რთულად დასაძლევი და შედარებით მარტივად დასაძლევი. მხოლოდ უნდა ითქვას რომ იგი დამაბრკოლებელია და შესაბამისად საშიში, რამეთუ მასში დარჩენილი ადამიანი მოუმზადებელია და შეუთვისებელი სასუფევლისათვის, რამეთუ არარაობაში მყოფი არარაობაში აგრძელებს ცხოვრებას. ხაზს ვუსვამ, მასში დარჩენილი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ვედრება უფლისადმი და არც გამოსწორების მცდელობა. ნებისმიერ ცოდვას შეუძლია სულიერი სატანჯველის დასაბამი გახდეს პიროვნებისათვის და გადაიწქცეს დაუძლეველ ვნებად, რაც გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს პიროვნებაში არსებობას და დაუსრულებლად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვერცერთი მანკიერება ვერ დაძლევს უფლის მადლსა და ძალას. ამიტომ არის გადმოცემული წმ. წერილში: "ვინაიდან ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდა მართალი. რჯული კი შემდეგ შმოვიდა, რადგან გამრავლებული იყო დანაშაული. ხოლო სადაც ცოდვა გამრავლდა, უფრო გაუხვდა მადლი (რომ. 5, 19-20).
 
თემატური კითხვები
0