ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
მკრეხელობა და ფიცი. ეს ცოდვები ხშირად ეკლესიურობასა და გულწრფელ სარწმუნოებას უთავსებდნენ. აქ პირველ
მკრეხელობა და ფიცი. ეს ცოდვები ხშირად ეკლესიურობასა და გულწრფელ სარწმუნოებას უთავსებდნენ. აქ პირველ ყოვლისა უნდა დავასახელოთ მკრეხელური დრტვინვა ღმერთზე, თითქოს იგი უმოწყალოდ ექცევა კაცს და უზომო, დაუმსახურებელ ტანჯვა-წამებას მოუვლენს. ადამიანი ხანდახან ღმერთის, საეკლესიო სიწმიდეთა და საიდუმლოთა გმობამდე მიდის, იწყებს უჯერო, შეურაცხმყოფელი ამბების მოყოლას მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების ცხოვრებიდან, საღმრთო წერილისა და ლოცვანის სხვადასხვა ადგილების ირონიულ ციტირებას.
განსაკუთრებით გავრცელებულია ფიცი და ღმერთისა და ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის სახელის ამაოდ ხსენება. ამ წმიდა სახელებს ყოფით საუბრებში იყენებენ შორისდებულების ნაცვლად, წინადადებისათვი მეტი გამომხატველობის მისანიჭებლად, მაგალითად, "ღმერთმა უწყის", "ოჰ, ღმერთო ჩემო", "ღმერთმანი" და სხვა. ვაი, რომ ღმერთს ხუმრობის დროსაც ახსენებენ, თვით ჩხუბისა და მრისხანების დროსაც, ეს კი უკვე საშინელი ცოდვაა. ისიც მკრეხელობაა, კაცი რომ თავის მტრებს ღმერთის სახელით ემუქრება ანდა ლოცვაში ღმერთს სხვის დასჯას სთხოვს. დიდ ცოდვას სჩადიან მშობლები, რომლებიც შვილებს სწყევლიან და ღმრთის რისხვით ემუქრებიან. მრისხანების ჟამს ან უბრალო საუბარში რომ ეშმაკს მოუხმობენ ხოლმე, ისიც ცოდვაა ("ეშმაკმა დალახვროს!"). და საერთოდ, ნებისმიერი სალანძღავი სიტყვის ხმარება ლაპარაკის დროს მკრეხელობაა და მძიმე ცოდვაა. მტკიცედ უნდა ვებრძოლოთ ამ სენს, თორემ რაიმე სულიერ სიჯანსაღეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

|