ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს
მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს კაცი შეიძლება ღმრთისმსახურებაზეც დადიოდეს და აღსარებასაც ამბობდეს. მცირედმორწმუნე შეგნებულად არ უარყოფს ღმრთის არსებობას, მაგრამ ეჭვ ეპარება მის ყოვლადძლიერებაში, მოწყალებასა და განგებულებაში. თავისი ქცევით, ყველაფრით, რაც მისთვის ძვირფასი, თვით ცხოვრების წესით იგი ეწინააღმდეგება იმ სარწმუნოებას, რომელსაც სიტყვით აღიარებს. ასეთი კაცი არასოდეს დაინტერესდება უბრალო დოგმატური საკითხებითაც კი, რადგან ეშინია, არ დაკარგოს ის გულუბრყვილო, ხშირად არასწორი წარმოდგენა ქრისტიანობაზე, ერთხელ და სამუდამოდ რომ შეუთვისებია. ასეთები მართლმადიდებოლობას ეროვნული, შინაური ტრადიციების ჩარჩოებში აქცევენ, წეს-ჩვეულებებისა და ჟესტების ამარა ტოვებენ, კეთილხმოვანი საგალობლებითა და სანთლების ციმციმით ტკბებიან, ანუ გარეგნულ ბრწყინვალებამდე დაჰყავთ, და ამით კარგავენ ყველაზე ძვირფასს ეკლესიაში - უფალ იესო ქრისტეს. მცირედმორწმუნის რელიგიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული ესთეტურ, ვნებიან, სენტიმენტალურ გრძნობებთან, ადვილად უთავსდება ეგოიზმს, ცუდმედიდობას, გრძნობიერებას. ამ სენით შეპყრობილი ადამიანები მოძღვრისაგან ქებასა და პატივს მოელიან, აღსარების დროს ხშირად სხვებს უჩივიან, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. მოჩვენებითი ღმრთისმოშიშებიდან ისინი ადვილად გადადიან გაღიზიანებასა და მრისხანებაზე. ცოდვას ვერ ხედავენ, ხშირად გულგრილობას იჩენენ გარშემომყოფთა მიმართ, ეგოისტები და ფარისევლები არიან, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და მიაჩნიათ, რაკი ცოდვებს არ სჩადიან, ამიტომ ცხონებაც გარანტირებული აქვთ. საერთოდ, რელიგიური თვითკმაყოფილება და თავდაჯერება ღმრთისა და ეკლესიისაგან დაშორების უმთავრესი ნიშნებია.
|