თემა: აღსარება

ადამიანისათვის აღსარება ღმერთთან მისვლის საშუალებაა. უფალი სიყვარულს უძღვნის ადამიანს. ამ სიყვარულს

ადამიანისათვის აღსარება ღმერთთან მისვლის საშუალებაა. უფალი სიყვარულს უძღვნის ადამიანს. ამ სიყვარულს ადამიანს ვერავინ წაართმევს. მელანქოლიკი მხოლოდ თავის თავშია ჩაკეტილი; ცოდვილი, რომელიც ინანიებს და აღსარებას ამბობს, გადის თავის თავიდან. აი, ორი უდიდესი რამ, რაც ჩვენს სარწმუნოებას გააჩნია: „აღმსარებელი და მოძღვარი. ნუ დაუბრუნდები იმას, რაც მოძღვრისთვის გითქვამს და რისთვისაც პატიება მიგიღია“. დროდადრო საჭიროა გენერალურ აღსარებას მივმართოთ, ვინაიდან სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრავმა და შემთხვევა ჩვენში ფიზიკურ სისუსტეებს იწვევს. მაგრამ აღსარებაში უნდა ვახსენოთ არა მხოლოდ საკუთარი ცოდვები, არამედ სხვადასხვა სულიერი შთაბეჭდილებაც, მაგალითად: შიში, მწუხარება, სიხარული, წყენა, რაც სხვადასხვა შემთხვევამ გამოიწვია: მიწისძვრამ, სიკვდილმა, ქორწინებამ, ურწმუნოებამ და ა.შ.
 
თემატური კითხვები
0