თემა: ცოდვა

ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი

ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყველანაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ. ყოველი მორწმუნე ყოველდღიურად უნდა იხსენიებდეს ახლობლებს, ცოცხლებს, მიცვალებულებს, უნდა ლოცულობდეს "მწყევართათვის" (ლიკა 6, 28), იმათთვის, ვის მიმართაც თვითონა აქვს სიძულვილის გრძნობა ან ვინც იგი უსამართლოდ შეურაცხყო. ხშიარდ უნდა დავესწროთ ღმრთისმსახურებას, კვირაობით და დღესასწაულებზე ეკლესიაში ვიაროთ, დავიცვათ ეკლესიისაგან დადგენილი მარხვები, რაც მარტო საჭმელისაგან თავშეკავებას კი არა, ზნეობრივ სიწმიდესაც ნიშნავს. მტრებს შევურიგდეთ, მოწყალება გავიღოთ, მოვალეს ვალები შევუნდოთ, გავვერიდოთ ყოველივე ამაოს და მარადიულზე ფიქრს მივცეთ თავი.
    გულწრფელ მორწმუნეს ნელთბილისაგან მხურვალე ლოცვა განასხვავებს. უბრალოდ ნუკი "ჩავიკითხავთ" ლოცვებს, ანდა ღმრთისმსახურების დროს "გაძლებაზე" ნუკი ვიქნებით, არამედ ლოცვის ნიჭი ვითხოვოთ ღმერთისაგან, შევიყვაროთ ლოცვა და მოუთმენლად ველოდეთ მის დაწყებას. მორწმუნე უნდა შეეჩვიოს ლოცვით გარემოს, გაიგოს და შეიყვაროს საეკლესიო საგალობლები, მათი შეუდარებელი სიღრმე და სილამაზე, ლიტურგიული სიმბოლოების მშვენიერება და მისტიკური ხატოვნება. ლოცვის ნიჭი არის საკუთარი თავის, საკუთარი ყურადღების ფლობის უნარი, ამ დროს კაცი მხოლოდ ბაგითა და ენით კი არ იმეორებს ლოცვის სიტყვებს, არამედ მთელი გულით ლოცულობს. უნდა შევეთვისოთ იესოს ლოცვას ("უფალო ისო ქრისტე, ძეო ღმრთიოსაო, შემიწყალე მე ცოდვილი"), და ყველგან ყოველთვის ვიმეოროთ იგი, განსაკუთრებით კი გასაჭირში, სულიერი ბრძოლების, განსაცდელის ჟამს.
    მაშ, მოდი, ძმაო, ყურადღებით განიხილე აქ ჩამოთვლილი წესები, კანონები, ქრისტიანის მოვალეობები, დაუფიქრდი, რაში სცოდე ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეკლესიის წმიდა დადგენილების წინაშე, და არ დაგავიწყდეს - შეინანე!
 
თემატური კითხვები
0