თემა: ცოდვა

ცრუმორწმუნეობა. ხშირად მორწმუნეთა შორის აღწევს და ვრცელდება სხვადასხვა ცრულრწმენა, ნიშნების რწმენა,

ცრუმორწმუნეობა. ხშირად მორწმუნეთა შორის აღწევს და ვრცელდება სხვადასხვა ცრულრწმენა, ნიშნების რწმენა, მკითხაობა, მისნობა, ათასი მწვალებლური შეხედულება საიდუმლოებისა და საეკლესიო წესიბის შესახებ. ასეთი ცრურწმენები მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება და სულების გარყვნას, სარწმუნოების აღმოფხვრას ემსახურება.
    ჩვენს დროში განსაკუთრებით გავრცელებულია დამღუპველი სწავლება - თეოსოფია (მისი ყველაზე ცნობილი განშტოებაა ანთროპოსოფია). ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია ე.წ. ოკულტური მეცნიერებები იტაცებს და "საიდუმლო სულიერ სწავლებას" არიან გაცნობილნი, სახეზე მძიმე ბეჭედი აზით, აუღიარებელი ცოდვის ნიშანი, ხოლო სულში - სატანური სიამაყით დამახინჯებული აზრი ქრისტიანობაზე, როგორც ჭეშმარიტების შეცნობის ერთ-ერთ დაბალ საფეხურზე. თეოსოფია ახშობს ღმრთის მამობრივი სიყვარულის ბავშვურ, გულწრფელ რწმენას, აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების იმედს და ქადაგებს სწავლებას "კარმაზე", სულთა გადასახლებაზე, არაეკლესიურსა და მაშასადამე, მადლს მოკლებულ ასკეთიზმს. იმის გარდა, რომ თეოსოფიით, ოკულტიზმითა და სპირიტიზმით გატაცებას პირდაპირი ზიანი მოაქვს სულისათვის, ეს სწავლებები იმდენა სცოდავენ იმათაც, რომ ცდილობენ კადნიერად შეიხედონ დაკეტილ კარს მიღმა, ჩასწვდნენ ყოფიერების საიდუმლოს არაეკლესიური გზით. ვისაც ეკლესიური ცხოვრების დაწყება სურს და აღსარების თქმას აპირებს, უთუოდ უნდა მოინანიოს ამ სახის გატაცებები, თული ისინი ოდესმე ჰქონია.
 
თემატური კითხვები
0