
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ცოდვა
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი ცოდვის უნებლიე მემკვიდრე ხდება, ღმერთმა ყოველ ცოდვას რომელიმე უბედურება განგებ დაუკავშირა, რათა ადამიანს, რომელსაც ბუნებრივად დიდი მიდრეკილება აქვს ცოდვის ჩადენისაკენ, შეეშინდეს და გაფრთხილდეს. ცოდვის საპირისპირო მადლი და სათნოებაა, რომელიც ამქვეყანაშივე ხდება ადამიანისათვის ნუგეშისა და ბედნიერების წყაროა.
|