
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
ბერ–მონაზონი – მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა აძლევს ბერს
ბერ–მონაზონი – მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის ნაღვლობს ხალხზე იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დასევდიანებული ხალხზე, რომ თავი გასწირა, ჯვარს ეცვა; ღვთისმშობელიც ისეთივე მწუხარებას ატარებდა გულით... იგივე სულიწმიდა მისცა უფალმა მოციქულებს და წმიდა მამებს, ეკლესიის მწყემსესაც... ამაში მდგომარეობს სამყაროს მიმართ ჩვენი სამსახური. ამიტომ არც ეკლესიის მწყემსებმა, არც მონაზვნებმა არ უნდა მოკიდონ ხელი საერო საქმეს, არამედ უნდა მიბაძონ ღვთისმშობელს, რომელიც ტაძარში, „წმიდათა წმიდაში“ დღე და ღამე სწავლობდა უფლის კანონებს და იმყოფებოდა ხალხისათვის ლოცვაში.
|