თუკი მონაზონი ცხარეა ხასიათით და ფიცხი, ენას კი ვერაფრით ითოკავს, შფოთის ატეხვამდე უჯობს სარტყელი
თუკი მონაზონი ცხარეა ხასიათით და ფიცხი, ენას კი ვერაფრით ითოკავს, შფოთის ატეხვამდე უჯობს სარტყელი მოიხსნას, სამონაზვნო შესამოსელი განიძარცვოს, ფსკვნილი გადადოს და მხოლოდ მაშინღა იწყოს თავისი სიმართლის მტკიცება. ასე თუ მოიქცევა, არასოდეს იკადრებს უკადრისი და სალანძღავი სიტყვების ფრქვევას.
|