პაისი მთაწმინდელი

თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ

თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მათში გარკვევა. საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვარ შემთხვევებში მე სწორედ ასე ვიქცეოდი. როდესაც ახალგაზრდობაში სახარებას ვკითხულობდი და რაღაც ადგილი ჩემთვის გაუგებარი იყო, არ ვცდილობდი მის განმარტებას. ვფიქრობდი: „აქ რაღაც ღრმა აზრია დამარხული, მაგრამ მე ის არ მესმის“. შემდეგ კი, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა, განმარტება თავისთავად მოდიოდა, მაგრამ მე მაინც ვამბობდი: „მაინც ვკითხავ ვინმეს, როგორია ამ ადგილის განმარტება“ და აღმოჩდებოდა, რომ სწორედ ისე გავიგე, როგორც წმ. მამათა განმარტებებში იყო ნათქვამი, რადგან თუ ვინმე ცდილობს (თვითნებურად) განმარტოს სახარება, და განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ესმის ის, ეს უტიფრობაა. ამიტომ წმ. წერილის და წმ. მამათა კითხვისას ნუ განმარტავთ წაკითხულს გონების საშუალებით, არამედ კეთილი ზრახვები აამუშავეთ – მანამდე, ვიდრე საღმრთო კურთხევა არ მოვა და მაშინ რთული ადგილი თავისთავად აიხსნება.
 
თემატური კითხვები
0