
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
სიკვდილი
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილ–სიცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ, მიჰყავს იგი ამქვეყნიდან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგი უეცარი სიკვდილით წამოეწევა ცოდვილთ, ზოგჯერ, ოღონდ უფრო იშვიათად – წმიდანებს.
|