ავტორი:
მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი
თემა:
გარდაცვალება
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვარმა თავის იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ერთმაც და მეორემაც სიკვდილისთანავე მიიღო მისაგებელი. მდიდარს კი, რაც არ უნდა წამებაში ყოფილიყო ჯოჯოხეთში, სინანულის გზით ტანჯვისგან გათავისუფლება აღარ შეეძლო.
|