წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა: სიკვდილი

ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს

ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი – ერთადერთი ღმერთია. ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, სიკვდილი – ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად – არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა რწმენეს ჩემი, მო–ღათუ–კუდეს, ცხონდესვე“.
 
0