წმ. იოანე ოქროპირი

იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად

იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად დაანგრევს მას და საუკეთესო სახით აღადგენს. გამოსახლებულებს ეს არ აწუხებთ, არამედ – უხარიათ კიდეც, იმიტომ, რომ დანგრეულ შენობას კი არ უყურებენ, არამედ – მომავალ, ახალ შენობაზე ფიქრობენ. ამასვე იქმს ღმერთი: იგი არღვევს ჩვენს სხეულს და მანამდე მასში მყოფ სულს გაიყვანს, როგორც იმ სახლიდან, რომ შემდეგ საუკეთესოდ აღადგინოს იგი და სული იქ დიდი პატივით დააბრუნოს. ამგვარად, ყურადღებას დანგრეულ შენობაზე კი ნუ შევაჩერებთ, არამედ – მომავალ დიდებაზე ვიფიქროთ.
 
0