ავტორი: წმ. მამაი
თემა: სიკვდილი

რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის

რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ისე აწესრიგებს რომ თვით სასჯელი გადარჩენას ემსახურება. სიკვდილი შლის ამ ჩვენს ცოცხალ ბუნებას და, ამგვარად, ერთი მხრივ, აჩერებს ბოროტების მოქმედებას, მეორე მხრივ კი, ადამიანს კურნავს სნეულებისაგან, ათავისუფლებს ჯაფისგან, სპობს მის დარდსა და საზრუნავს და განასრულებს სხეულის ტანჯვას. ასეთი კაცთმოყვარეობით შეაზავა მსაჯულმა თავად სასჯელი.
 
0