ნეტარი ავგუსტინე

სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის

სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებს, არამედ ღმერთის მიერ გაძლიერებულ სულთან ხელახალი შეერთების გზით. თავის მხრივ, სულიც თავისი ნებელობით კი არ გაძლიერდება, არამედ – ღმერთის მიერ, რომლითაც იგი დასტკბება. ამიტომაც სული უფრო სრულყოფილი ცხოვრებით ჰგიებს სხეულთან შედარებით, რამეთუ სხეული მაშინ სულის მიერ იცხოვრებს, სული კი – მარადის უცვალებელი ჭეშმარიტების – ღმერთის მიერ იცხოვრებს, ანუ ღმერთის მხოლოდ შობილი ძის მიერ. მაშასადამე, სხეულიც ღმერთის მხოლოდ შობილი ძის მიერ იცხოვრებს, რამეთუ, საერთოდ, ყოველივე მისით და მის მიერ არსებობს. და მაშინ მისმიერი ნიჭით, ყოველ კეთილმსახურ მართალ სულს რომ მოემადლება, ანუ სულიწმიდით მხოლოდ სული კი არ შეიქნება მრთელი, მშვიდი და წმიდა, არამედ სხეულიც მისით განცხოველდება და თავისი ბუნებითაც სრულიად განიწმიდება.
 
თემატური კითხვები
0