ავტორი:
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)
უსაზღვრო და უნუგეშო იქნებოდა გარდაცვლილ ახლობლებზე ჩვენი მწუხარება, ღმერთს რომ ჩვენთვის მარადიული
უსაზღვრო და უნუგეშო იქნებოდა გარდაცვლილ ახლობლებზე ჩვენი მწუხარება, ღმერთს რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე არ მოეცა. ჩვენი ცხოვრება უმიზნო იქნებოდა სიკვდილით რომ მთავრდებოდეს. რაღა სარგებელი ექნებოდა მაშინ სათნოებებსა და კეთილ საქმეებს; მაშინ მართალი იქნებოდა, ვინც ამბობს: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!“ მაგრამ ადამიანი უკვდავებისათვის შეიქმნა და ქრისტემ თავისი აღდგომით გახსნა ზეციური სასუფევლისა და საუკუნო ნეტარების კარნი მათთვის, ვისაც მისი სწამს და სიმართლით ცხოვრობს. ჩვენი მიწიერი ცხოვრება – ეს არის მზადება მომავალი ცხოვრებისათვის და ეს სამზადისი სიკვდილით სრულდება. „წინა–უც კაცთა ერთგზის სკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი“ (ებრ. 9.17). მაშინ ადამიანი ტოვებს ყველა თავის მიწიერ საზრუნავს. მისი სხეული იხრწნება, რათა საყოველთაო აღდგომის ჟამს კვლავ აღდგეს.
მაგრამ ადამიანის სული სიცოცხლეს აგრძელებს და არც ერთ წუთს არ წყვეტს არსებობას. მიცვალებულთა მრავალგზისი გამოცხადებით ნაწილობრივ მოგვეცა ცოდნა იმისა, თუ რა მოსდის სულს, როცა იგი სხეულს ტოვებს. როდესაც წყდება ხორციელი თვალით ხედვა, სულიერი ხედვა იწყება.

|