დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: ჯვარი

ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ

ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულია მასწავლებელი ღვთის საიყვარულისა, განმსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ღმერთი. ამის მანიშნებელია ჯვრის ორი ურთიერთგადამკვეთი ღერძი: ჰორიზონტალური გამომხატველია ადამიანისადმი სიყვარულისა - უნდა ვისწრაფოდეთ, რომ თავგანწირული სიყვარულით გვიყვარდეს ადამიანი; ხოლო ვერტიკალური ღერძი მანიშნებელია თავგანწირული სწრაფვისა ღვთისაკენ. ორივე ერთნაირად აუცილებელია.
    ჯვარი საბოლოოდ გამოტახავს თავჰგანწირული სწრაფვას ცხონებისაკენ. როგორც ჯვარი არ იქნება, თუკი ეს ორი ღერძი არ გადაიკვეთება, ასევე არ მიიღებ ცხონებას, თუკი თავგანწირულად არ გიყვარს ადამიანი და თავგანწირულად არ მიისწრაფი ღვთისაკენ; ორივეს უნდა ვიქმოდეთ, რადგან არც მაშინ იქნება ჯვარი (და ესე იგი, ცხონება), თუკი ერთი ღერძის ამარა დავრჩებით.
    კიდევ ერთი მინიშნება აქვს ჯვარს - ეს არის ჩვენში პირუტყვის მოკვდინება. ჩვენში არსებობს პირუტყვი, ოღონდ არა ევოლუციური გაგებით (რომლის მიხედვითაც ადამიანი პირუტყვისაგან მომდინარეობს). რაღა თქმა უნდა, ადამიანი არ მომდინარეობს პირუტყვისაგან, იგი ღვთიური ქმნილებაა, მაგრამ ადამიანი თავისთავში ატარებს ცხოველურ, მცენარეულ, მინერალურ და საზოგადოდ, ბუნებაში არსებულ ყველა სხვა ნივთიერ სამყაროს. ამიტომაც იწოდება ადამიანი სამყაროს ქმნილებათა გვირგვინად. ჩვენში არის რა პირუტყვი, ამ მნიშვნელობით ჩვენ გვევალება, ჩვენში არსებული პირუტყვული საწყისი განიღმრთოს ღვთის მადლისა და ჩვენი ღვაწლის მიერ, რაც შემდგომ უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად. როცა ასე არ ვიქცევით, მაშინ ვცხოვრობთ პირუტყვივით.
 
6