ავტორი:
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
თემა:
ეშმაკი დემონი
დემონები, მარჯვედ ცდუნების მიზნით, ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ნათლის ანგელოზების სახით ევლინებიან
დემონები, მარჯვედ ცდუნების მიზნით, ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ნათლის ანგელოზების სახით ევლინებიან და ზოგჯერ იმასაც ცდილობენ, ადამიანად მოაჩვენონ თავი. ეშმაკები ხანდახან მომავალსაც კი წინასწარმეტყველებენ და ზოგჯერ საიდუმლოებსაც ხსნიან, მაგრამ მათი ნდობა არაფრით არ შეიძლება. მათ ჭეშმარიტება სიცრუეში აქვთ არეული. ჭეშმარიტებას დროდადრო იყენებენ ადამინთა უკეთ ცდუნების მიზნით. წმიდა მოციქულმა პავლემ თქვა: „ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“ (2 კორ. 11, 14–15)“ (ეპისკოპოსი ეგნატე, თხზ. კრებ. ტ. III, გვ. 7–9).
|