წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის

წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და თუ მაინც ამჟღავნებენ თავს, ისიც იმისთვის, რომ ჩვენზე ბატონობა განიმტკიცონ. ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ დაცემის შდეგად წმიდა ანგლოზებთან ურთიერთობა ჩვენთვის უჩვეულო გახდა და რომ ამავე მიზეზით შევითვისეთ დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობა, რომელთა რიგსაც სულით მივეკუთვნებით; უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვასა და დაცემაში მყოფ ადამიანებთან გრძნობადი სახით გამოცხადებულები დემონები არიან და არა – წმიდა ანგელოზები. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „ბიწიანი სული წმიდა სასუფეველში და წმინდანთა სულებთან ერთობაში ვერ შედის“ (სიტყვა 74). წმიდა ანგლოზები მხოლოდ წმიდა ადამიანებს ეცხადებიან, რომლებმაც წმიდა ცხოვრებით აღადგინეს ღმერთთან და მათთან ურთიერთობა.
 
თემატური კითხვები
0