ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
მოციქულის ნათქვამიდან: "მნებავს ხუთ სიტყა გონებითა ჩემითა სიტყუად, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა" (I კორ. 14, 19). გამოდის, რომ თავიდან სჯობს ხუთსიტყვიანი ლოცვით განვიწმიდოთ გული და გონება, გულის სიღრმეში განუწყვეტელი გამეორებით: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე", - შემდეგ თანდათანობით ავმაღლდეთ გალობამდე. რადგან ყველა დამწყები და ვნებებს დამორჩილებული მლოცველი, ლოცვას გაბნეული გულით აღასრულებს; გალობა კი არ ხელეწიფება, სანამ არ განიწმიდავს თავს გონიერი ლოცვით.