ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
საკითხი ლოცვის შესახებ: "როგორ სჯობს ლოცვა - ბაგეებით თუ გონებით?" - გადაწყვეტილია პირველი, სიტყვებით: "ზოგჯერ სიტყვებით, ზოგჯერ გონებით". თუმცა ახსნას საჭიროებს, თუ როგორ ლოცულობს გონება უსუტყვოდ; მართალია, სიტყვები არ ისმის, მაგრამ გულის სიღრმეში ისინი გონიერად წარმოითქმება, ეს უკეთ ასე შეიძლება ითქვას: ილოცე ზოგჯერ ხმის მეშვეობით, ზოგჯერ უხმოდ. მხოლოდ ერთი რამ გაითავისე: ლოცვა ხმოვანი იქნება თუ უხმო, გულიდან მომდინარეობდეს.