ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
იშრომეთ იესოს ლოცვის დასაუფლებლად. ღმერთი გაკურთხებთ. მაგრამ მიეჩვევით რა ლოცვის წარმოთქმას, ეცადეთ კრძალვით და შიშით მოიპოვოთ ღვთის ხსოვნა. მთავარი ხომ ღვთის წინაშე სვლაა, ღვთის მზერის ქვეშ გაცნობიერებული ყოფნა, როცა ღმერთი გიყურებთ, ხედავს თქვენს სულს, თქვენს გულს და მისთვის არაფერია დამალული... ამის გაცნობიერება ყველაზე ძლიერი ღერძია შინაგანი სულიერი ცხოვრების პროცესში.