ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
იესოს ლოცვას ჩაუღრმავდით იმდენად, რამდენადაც საამისო ძალბი გაგაჩნიათ. ის შეგკრებთ, შეგაძლებინებთ, შეიგრძნოთ ძალა უფალში და შედეგად მასთან განუშორებლად იქნებით როგორც მარტო ყოფნისას, ასევე ადამიანთა გარემოცვაში, რაიმე საქმიანობისას, კითხვისას თუ ლოცვისას. მაგრამ ძალა ამ ლოცვის წარმოთქმისას სიტყვების გამეორებას კი არ მოახმაროთ, არამედ სიტყვების მეშვეობით გონებისა და გულის ღვთისაკენ მიმართვას. ერთსაც და მეორესაც ერთდროულად.