ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. მხოლოდ ერთი რამით აღემატება სხვა ლოცვებს. იესოს - უფლისა და მაცხოვრის - ყოვლადსძლიერი სახელით; როდესაც მას სრული, ურყევი და მხურვალე რწმენით ვუხმობთ, რწმენით, რომ უფალი ახლოსაა, ყვეკლაფერს ხედავს, ესმის, რასაც შესთხოვენ; გულისყურით ისმენს და მზადა ვედრების აღსასრულებლად. ზოგჯერ იგვიანებს, რამეთუ მთხოვნელი მაზდ არაა მის მისაღებად.