ავტორი:
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
თემა:
ეშმაკი დემონი
წმიდა პავლე მოციქული დაცემულ ანგელოზებს ცისქვეშეთის უკეთურ სულებს უწოდებს (ეფეს. 6.12), ხოლო მათ
წმიდა პავლე მოციქული დაცემულ ანგელოზებს ცისქვეშეთის უკეთურ სულებს უწოდებს (ეფეს. 6.12), ხოლო მათ მეთაურს – ჰაერის ხელმწიფე მთავარს (ეფეს. 2, 2). დაცემულ სულთა დიდი რაოდენობა მიმოფანტულია მთელ გამჭვირვალე უფსკრულში, რომელსაც ჩვენ ზემოთ ვხედავთ, ისინი აღაშფოთებენ ადამიანთა მთელ საზოგადოებას და თითოეულ მათგანს. არ არსებობს არც ბოროტმოქმედება და არც დანაშაული, რომლის მოთავე და მონაწილეც ისინი არ იყვნენ. ეშმაკები ადამიანს ყოველი ღონისძიებით მიდრეკენ და განსწავლიან ცოდვაში.
|