ჰოი! ბოროტის მოყუარენო, კეთილის განზრახუა არა ოდეს გნებავს თქუენ ნათესავისათვის ჩუენისა, რამეთუ

ჰოი! ბოროტის მოყუარენო, კეთილის განზრახუა არა ოდეს გნებავს თქუენ ნათესავისათვის ჩუენისა, რამეთუ მზაკუარნი ხართ და მტყუარნი და ვითარ ვისმინოთ თქუენი, ცრუთა და ამოთა; რომელნი არა განიზრახავთ უმჯობესსა კაცთასა, რამეთუ მოსწრაფე ხართ ჯოჯოხეთად შთაგდებასა მათსა და ვითარ მეტყვით მე ვითარმედ თქუენი არს ადგილი ესე, ანუ არა უფლისა არს ქუეყანა და სავსება მისი, სოფელი თანად და ყოველი დამკვიდრებულნი მას შინა? რომელიცა სამკიდრებელად ჩუენ კაცთათვის მოუნიჭებია, ხოლო თქუენთვის ბნელი გარესკნელი განუმზადებიეს და ცეცხლი უშრეტი, რომელსა შინა გეგულვების თქუენ დასჯა საუკუნოდ და ყოველთა, რომელნი ჰყოფენ ნებათა თქუენთა და ვითარმე უმჯობესად განმაზრახებ ამიერ წარსვლასა, ჰოი, მზაკუარო! რომელმან ზაკვით ცთუნებითა განხადეთ მამა ჩუენი ადამ სამოთხით განღმრთობისაი წინა მყოფელმან, რომელიცა აწ მოგვიღებიეს ქრისტე იესოს მიერ და აწ ესერა ადამის ნაშობთა მიერ იდევნებით ყოვლით კერძო. ვინაითგან ივლტოდით ამიერ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა და წარვედით შორს ადგილისა ამისგან, რამეთუ ქრისტესა ჩემდა მოუნიჭებიეს ესე.
 
თემატური კითხვები
0