ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულ...
იხილეთ სრულად
ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულისთქმათა მიმართ ცოდუისათა. და პავლეცა ძირად სიბოროტისა თქუა ღვინო მეტყუელმან: „ნუ დაითურებით, რომლისაგან იქმნების ბილწება და წამალი არს მაკუდინებელი და დედა გულისთქმათა ბოროტთა“.
link
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშ...
იხილეთ სრულად
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშმაკისა განქარდების, რამეთუ მან თავადმან ბრძანა, ვითარმედ, რომელსა რწმენეს ჩემდამო, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროსცა ჩემსა ქმნეს და იგი არს მკურნალი ყოველთა და მოქმედი საკვირუელებათა.
link
ჰოი! ბოროტის მოყუარენო, კეთილის განზრახუა არა ოდეს გნებავს თქუენ ნათესავისათვის ჩუენისა, რამეთუ მზაკუარნი ხართ და მტყუარნი და ვითარ ვისმინოთ თქუენი, ცრუთა და ამოთა; რომელნი არა განიზრახავთ უმჯობესსა კაცთასა, რამეთუ მოსწრაფე ხართ ჯ...
იხილეთ სრულად
ჰოი! ბოროტის მოყუარენო, კეთილის განზრახუა არა ოდეს გნებავს თქუენ ნათესავისათვის ჩუენისა, რამეთუ მზაკუარნი ხართ და მტყუარნი და ვითარ ვისმინოთ თქუენი, ცრუთა და ამოთა; რომელნი არა განიზრახავთ უმჯობესსა კაცთასა, რამეთუ მოსწრაფე ხართ ჯოჯოხეთად შთაგდებასა მათსა და ვითარ მეტყვით მე ვითარმედ თქუენი არს ადგილი ესე, ანუ არა უფლისა არს ქუეყანა და სავსება მისი, სოფელი თანად და ყოველი დამკვიდრებულნი მას შინა? რომელიცა სამკიდრებელად ჩუენ კაცთათვის მოუნიჭებია, ...
link
ძმანო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა იგი გუეგულვების ყოველთა წარდგომა, შიშუელთა და ქუე დამხედველთა თუალთათა; უწყოდეთ უკვე, საყუარელნო, ვითარმედ ხორცნი ესე ხრწნადნი და...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა იგი გუეგულვების ყოველთა წარდგომა, შიშუელთა და ქუე დამხედველთა თუალთათა; უწყოდეთ უკვე, საყუარელნო, ვითარმედ ხორცნი ესე ხრწნადნი და წარმავალნი არიან, ხოლო სული უკვდავად დაადგრების მხოლოდ, ვიღუაწოთ შვილნო აქასა შინა ნუ ვრიდებთ თავთა ჩუენთა, ნუ განვსცემთ აზნაურებასა ჩუენსა ვნებათა მიმართ, მოვითმინოთ ტკივილნი წუთიერნი, რამეთუ ჟამი ესე ჭირისა არს, ხოლო ...
link