თემა: სიკვდილი

ძმანო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა

ძმანო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა იგი გუეგულვების ყოველთა წარდგომა, შიშუელთა და ქუე დამხედველთა თუალთათა; უწყოდეთ უკვე, საყუარელნო, ვითარმედ ხორცნი ესე ხრწნადნი და წარმავალნი არიან, ხოლო სული უკვდავად დაადგრების მხოლოდ, ვიღუაწოთ შვილნო აქასა შინა ნუ ვრიდებთ თავთა ჩუენთა, ნუ განვსცემთ აზნაურებასა ჩუენსა ვნებათა მიმართ, მოვითმინოთ ტკივილნი წუთიერნი, რამეთუ ჟამი ესე ჭირისა არს, ხოლო საუკუნო იგი განსვენებისა, ვსძლოთ აქა შინა მხნედ ბრძოლითა მბრძოლსა ჩუენსა, რათა მერმესა რას შინა საძლეველნი გვირგვინი მოვიხუნეთ, განვეკრძალნეთ ჟამისა მისთვის საზარელისა, რაჟამს ხორცთა ამათ ნივთთაგან განეშორებოდის სული, რამეთუ საშინელ არს ჟამი იგი მხედრობანი ზეცისანი მოუწოდდენ სულთ მიყვანებად იგი ადგილსა მისთვის განმზადებულსა და მიგებად მისსა საქმეთა მისთაებრ, კეთილთა გინათუ ბოროტთა.
 
0