ავტორი:
ოპტინელი ბერი სტარეცი
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ (მარკ. 9. 24). და მცირედმორწმუნეობის მიუხედავად, ზიარებას ღირსეულად მიიღებ.
|