თემა: იესოს ლოცვა

ეს ღვთაებრივი ლოცვა, რომელიც მაცხოვრის სახელის მოხმობაში მდგომარეობს, ასე გამოითქმის: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე!" ეს ლოცვა ამავე დროს აღთქმა, აღიარებაა რწმენისა, სული წმიდის მადლის და ღვთაებრივ ნიჭთა მომნიჭებელია, გულის გამწმედია, ეშმაკთა გამდევნელია, იესო ქრისტეს ჩამსახლებელია, სულიერი მსჯელობებისა და ღვთაებრივი აზრების წაყროა, ცოდვების მიმტევებელია, სულის და სხეულის მკურნალია, ღვთაებრივი გასხივოსნების მომნიჭებელია, ჭაა ღვთის წყალობისა, ღვთის საიდუმლოთა წვდომის შუამდგომელია, ერთადერთი გამომხსნელია, რამეთუ ჩვენ მისი ერი გვეწოდა და ჩვენში ვატერებთ იესო ქრისტეს, ძე ღმრთისას, ჩვენი მაცხოვრისა და ღმერთის სახელს.
    "და არავინაი არს სხვით ცხოვრებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქვეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (საქმე მოც. 4, 12), - ამბობს მოციქული... ამიტომ, თითოეული მორწმუნე უნდა ცდილობდეს, ამ სახელს განუწყვეტლად იმეორებდეს რწმენის განცხადებისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის დამტკიცებისათვის, რომლისაგანაც ვერასოდეს და ვერაფერმა ვერ უნდა გაგვაშოროს, მისი სახელის მადლმოსილების გამო, ცოდვების მიტევების, სულის განკურნების, განმწმედის, განათლებისა და პირველ ყოვლისა ჩვენი გამოხსნის გამო ღვთაებრივი მახარებელი ამბობს: "ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძეი ღმრთისაი." - აი, რწმენა! და "რაითა გრწმენის, და ცხოვრებაი გაქუნდეს სახელითა მისითა". აი, ხსნა და ცხოვრება (იოანე 20, 31).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები