image

თემა: ლოცვა

"არამედ თვით იგი სული მეოხ არს ჩუენთვის სულთქმითა მით უსიტყუელითა" (რომ. 8, 26). ეს სიტყვები გასაგები იქნება, თუ მას ჩვენს დროს მივუსადაგებთ. ჩვენს დროში კი მსგავსი რამ მომადლებული ლოცვის შემთხვევაში ხდება. ჩვენ, ჩვეულებრივ, ლოცვანის მიხედვით ვლოცულობთ, ან საკუთარი სიტყვებით. ამ დროს ლოცვით გრძნობებს და სულთქმებს განვიცდიტ, თუმცა მათ ჩვენ თვითონვე აღვძრავთ ჩვენში და ამას ლოცვას ვეძახით. ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ ლოცვისაკენ ლტოლვა თავად გვპოულობს, გვაიძულებს, ვილოცოთ და მოსვენებას არ გვაძლევს, სანამ ლოცვა მთლიანად თვიტონ არ ჩამოიცლება. ეს ან ის არის, რაზეც მოციქული საუბრობს, ან მისი მსგავსი რამაა. ასეთი ლოცვის შინაარსი იშვიათადაა რაიმე საგნით განპირობებული,მაგრამ ის თითქმის ყოველტვის სუნთქავს ღვთის ნებისადმი მინდობით, მისი წინამძღოლობისადმი თავის მიბარებით, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის და ჩვენზე უფრო მეტად სურს ჩვენთვის შინაგანი და გარეგანი სიკეთე და ყოველთვის მზადაა მოგვანიჭოს ისინი, ოღონდ ჩვენ თვითონვე წინ არ აღვუდგეთ მას. ყველა ის ლოცვა, რომელიც წმიდა მამებისაგან გადმოგვეცა, არსით ასეთივე წარმოშობისაა და სულით აძრულია, ამიტომ ისინი დღემდე მოქმედებენ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები