image

თემა: ლოცვა

ლოცვის სხვადასხვა სახეები ჩვენი არჩევანის მიხედვით როდი გვენიჭება. ისინი ერთი და იმავე მადლის სხვადასხვა განშტოებებია.
    არსით ასეთი სახის ლოცვები მხოლოდ თვითმოძრავი შეიძლება იყოს და ეს მაშინ ხდება, როცა ლოცვის სული მოგენიჭებათ. მაგრამ ესეც ორი სახით გვხვდება: ერთ შემთხვევაში ადამიანს ხელეწიფება დაემორჩილოს მას ან არ დაემორჩილოს, თანამლოცველი იყოს ან შეწყვიტოს იგი, ხოლო მეორე შემთხვევაში აღარ ძალუძს რაიმე იღონოს, აღიტაცება ლოცვაში, მყოფობს მასში გარე ძალის ზემოქმედებით და წართმეული აქვს ყველანაირი სხვადასხვა ქმედების უნარი. ამიტომ გამოთქმული აზრი შეიძლება მხოლოდ ბოლო შემთხვევას ეხებოდეს. ლოცვის სხვა სახეების მიმართ არჩევანი დასაშვებია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები