ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
ეცადე, დაეუფლო გონიერ-გულისმიერ ლოცვას, რამეთუ იესოს ლოცვა ჩვენი გზის შუქურა და ზეცისკენ გზისმკვლევი ვარსკვლავია, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან (სიკეთისმოყვარეობაში). იესოს ლოცვა (რომელიც უწყვეტად ათბობს გულსა და გონებას), სხეულისა და მისი ბოროტი სურვილების (განსაკუთრებით სიძვის და გაუმაძრობის) წინააღმდეგ აღმართული მახვილია. ჩვეულებრივ ლოცვას - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთიაო" - მიუმატე: ღვთისმშობლისა მიერ, შემიწყალე მე, ცოდვილი! მხოლოდ გარეგანი ლოცვა არ კმარა: ღმერთი გონებას უსმენს; ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც ერთმანეთს არ უერთებენ გარე და შინაგან ლოცვას, შავი სამოსის საკიდებია რიან და სხვა არაფერი. მონაზონი, რომელმაც არ იცის (ან დაივიწყა) იესოს ლოცვა, არა ატარებს ქრისტეს ბეჭედს. ლოცვას წიგნი ვერ შეგვასწავლის (მხოლოდ მისი აღსრულების სწორ გზას მიგვანიშნებს); ამიტომ აუცილებელია, გულმოდგინედ ვილოცვიდეთ.