ზეცა – არის ადგილი და იგი უცილობლად დედამიწის ყველა წერტილზე უფრო მაღლაა, ხოლო ჯოჯოხეთი უდავოდ

ზეცა – არის ადგილი და იგი უცილობლად დედამიწის ყველა წერტილზე უფრო მაღლაა, ხოლო ჯოჯოხეთი უდავოდ ქვემოთაა, დედამიწის შიგნით, მაგრამ ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ადგილებისა და მათ მკვიდრთა ხილვა, ვიდრე მათ სულიერი თვალი არ აეხილებათ, როგორც ეს ადრე უკვე ვნახეთ, როდესაც საჰაერო სამფლობელოზე ვსაუბრობდით. ამას გარდა, ეს ადგილები ჩვენი სივრცობრივ–დროითი „კოორდინატის“ გარეთ იმყოფებიან; ავიალაინერი „უხილავად“ ვერ გადაიფრენს სასუფეველს, ხოლო დედამიწის თანამგზავრი – მესამე ცას, და გაბურღვით შეუძლებელია საშინელი სამსჯავროს მომლოდინე სულებთან შეღწევა. ისინი იქ არ არიან, არამედ სხვა სახის სივრცეში, რომელიც უშუალოდ აქ იწყება, მაგრამ სხვა მიმართულებით ვრცელდება.
 
თემატური კითხვები
0