ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
მონაზონმა - ჭამს თუ სვამს, ზის თუ მსახურობს, გზად იმყოფება თუ სხვა რაიმეს აკეთებს - მოუწინებლად უნდა შესთხოვოს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" იესო ქრისტეს სახელი, ჩეშვება რა ღრმად გულში, მუსრავს იქ დაბადებულ გველს, ხოლო სულს იხსნის და აცოხლებს. უფლის, იესოს სახელი განუწყვეტლად ატარე თან, დაე, შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული და ორივე ერთი გახდეს.
გულს ღმერთს ნუ მოსწყვეტ, მასთან ამყოფე და მუდმივად აიძულე ახსოვდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მანამ, სანამ უფლის სახელი სულის სიღრმეში არ დამკვიდრდება და სხვა ყოველგვარ ფიქრს არ შეწყვეტს იგი - და განდიდდება შენში ქრისტე.