image

თემა: ლოცვა

ჭვრეტაში თვით ლოცვის სიტყვები და აზრებიც კი ქრება, არა იმიტომ, რომ გვსურს, არამედ ეს თავისთავად ხდება.
    გონებრივი ლოცვა გულისმიერ ან გონიერ-გულისმიერ ლოცვაში გადადის, იგი გულში ჩაახული სითბოს თანადროულად წარმოჩნდება. ამიტომ სხვაგვარი ლოცვა სულიერი ცხოვრების დინებაში აღარც შიენიშნება. გონიერ-გულისმიერი ლოცვა იმდენად ღრმად შიელძება დაინერგოს გულში და იარსებოს სიტყვებისა და აზრების გარეშე, რომ მხოლოდ ღვთის წინაშე დგომასა და კეთილკრძალული სიყვარულით მისდამი შევრდომას გამოხატავდეს. ეს იგივეა, რაც ღვთისაკენ შინაგანი ლტოლვა ლოცვის აღსავლენად, ან ლოცვის სულის მიგნება. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ როდია ჭვრეტა, რომელიც არის ლოცვის უმაღლესი მდგომარეობა, რომელსაც ღვთის რჩეულებიც კი დროგამოშვებით აღწევენ ხოლმე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები