ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე. მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა...
იხილეთ სრულად
ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება. ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რ...
უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
აბსურდი და უდიდესი დანაშაულია, როცა პირველკლასელს ვაიძულებთ, თითქმის იმდენივე ხანს იჯდეს გაკვეთილზე მობილიზებული, რამდენ ხანსაც ვთხოვთ, ვთქვათ, მეათე კლასის მოსწავლეს. სწავლების ასეთი ფორმით ხომ ბავშვს ძალაუნებურად რობოტად ვზრდით.
თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის. სხვადასხვა აზრები ერთმან...
იხილეთ სრულად
თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის.სხვადასხვა აზრები ერთმანეთზე მოახდენენ გავლენას. ისინი დაუახლოვდებიან, შეავსებენ, მიიზიდავენ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობენ პოზიციათა ურთიერთგაგებას, კონსოლიდაციას.
ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყ...
იხილეთ სრულად
ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება