სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
რატომ აყენებს მაცხოვარი მოყვასისადმი სიყვარულს ასე მაღლა? იმიტომ, რომ ადამიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია; ჩვენ ვართ ხატი ღვთისა და ამით ვენათესავებით მას. ყოველი ქრისტიანი კი ტაძარია სულისა წმიდისა, სახლი უფლისა.
მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი... იხილეთ სრულად
სახარებაში მაცხოვარი რამდენჯერმე ბრძანებს: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რაც ამ სიტყვების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ ადამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს... იხილეთ სრულად
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.
სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარული ძლიერდება ჩვენში, თუ მას სხვას უხვად ვუნაწილებთ.
სიყვარული მარადიული, ნიადაგ განახლებული, ერთ ადამიანში დაუტევნელი ძალაა. იგი ბოლომდე ავსებს კაცის სულს, რათა შემდეგ გადმოიღვაროს და სხვათაც გაუნაწილდეს, როგორც ღვთიური მადლი და საზრდელი. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარუ... იხილეთ სრულად